595 20 24 12
დადებითი და უარყოფითი მხარეები :
გარდა იმის, რომ არ შეიცავს ლატექსს, ნიტრილის ხელთათმანის უპირატესობაა მოქნილობა, სენსიტიურობა პროდუქციასთან შეხებისას და სითხელის მიუხედავად მაღალი მედეგობა მოხმარებისას.
ნიტრილის ხელთათმანები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის დაცვას ქიმიურ პროდუქციასთან მიმართებაში. ეს ხელთათმანები გამოირჩევიან სინაზით და მოქნილობით გამოყენების დროს, უზრუნველყოფენ ხელის საიმედო დაცვას მოკლე და ხანგრძლივი მოხმარებისას.
ნიტრილის ხელთათმანის მოხმარება კვების ინდუსტრიაში წარმოადგენს ახალ და მაღალი ხარისხის სტანდარტს. ეს განპირობებულია ძირითადად მისი ფერით (ლურჯი,ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი, ცისფერი, შავი და ა.შ.). მიიჩნევა, რომ ხელთათმნის დაზიანების შემთხვევაში, მისი ნაწილის მოხვედრა საკვებში მომენტალურად შესამჩნევი იქნება და მარტივად მოხდება მომხმარებლების დაცვა არასასიაოვნო გარემოებისგან.
რაც შეეხება ნიტრილის ხელთათმანის აქტიურ მოხმარებას სამედიცინო დანიშნულებაში, ესეც განპირობებულია მისი ფერით. მოხმარების დროს, მეტადრე სისხლთან და ჭრილობასთან მიმართებაში, თვალისთვის ნაკლებად ხილვადია სისხლის ლაქები, რაც პაციენტის და პერსონალის ნაკლებ გაღიზიანებს იწვევს.
რეკომენდატორები ნიტრილის ერთადერთ უარყოფით მხარედ თვლიან მის მცირედით ნაკლებ მგრძნობელობას ლატექსის ხელთათმანთან შედარებით.
ნიტრილის სინთეტიკური რეზინის პოლიმერი კი წარმოადგენს უფრო ძვირადღირებულ მატერიალს, შესაბამისად, მისი ფასი არ არის ისეთი იაფი, როგორიც ვინილის.